მადრიდის “რეალი” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ელ კლასიკოში “ბარსელონასთან” 1:2 დამარცხდა და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩა. AS-ის ცნობით, გასახდელისკენ მიმავალმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიმ ბენზემას უთხრა:
“ჩვენ ყველამ ერთად ჩავისვარეთ”.
ესპანური გამოცემა ირწმუნება, რომ კრიშტიანუ ფრანგს მატჩთან დაკავშირებულ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს. ასე მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე “შალკესთან” 3:4 წაგებული თამაშის შემდეგ, თურმე მან კარიმს უჩურჩულა - ეს სირცხვილია მთელი მადრიდისთვის.







