უეფას შემოსავალი 2012-2013 წლების სეზონთან შედარებით 2013-2014 წლების სეზონში 1,8 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'Equipe იუწყება.
2013-2014 წლების სეზონში შემოსავლების 31,5 მილიონი ევროთი გაიზარდა, ხოლო რეზერვებმა 558 მილიონი ევრო შეადგინა. განვლილ სეზონში შემოსავლის საერთო რაოდენობამ 1,73 მილიარდი ევრო შეადგინა.
უეფა ელის, რომ მომდევნო სეზონში შემოსავალი კიდევ უფრო მეტი იქნება, რადგან 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.