ფეხბურთი

17:33 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებში დიეგო კოსტას ხუანმი შეცვლის

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დიეგო კოსტამ შეკრება დატოვა.

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, მარცხენა მუხლის მყესის მცირე ტრავმა აღმოაჩნდა და “ჩელსის” ფორვარდი სამკურნალოდ ლონდონში დაბრუნდება.

26 წლის თავდამსხმელი ესპანეთის ნაკრებს 27 მარტს სევილიაში უკრაინასთან და 31 მარტს ამსტერდამში ჰოლანდიასთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. მას “მალაგას” ფორვარდი 21 წლის ხუანმი შეცვლის, რომელმაც მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.111601