საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას მენეჯერმა გამოცემა Metrosport-თან განაცხადა, რომ მისი კლიენტი ბერძნულ პაოკ-ს ოფიციალურად არ შეთანხმებია და მხარეებს შორის მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკება იყო.
“ოფიციალური შეთანხმება არ ყოფილა და ხელი არაფერზე მოგვიწერია. მხოლოდ საკითხი განვიხილეთ. ვრიზასთან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მან მითხრა პაოკ-ის ფეხბურთელების ხელფასები. ჩვენ გასულ ხუთშაბათს “ატრომიტოსთან” მატჩამდე შევხდით, ხოლო ორშაბათს ვრიზასმა პაოკ-ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დატოვა. არადა, შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებას მომავალ კვირაში გავაგრძელებდით”, - თქვა მარინიმ.
კითხვაზე გაგრძელდება თუ არა პაოკ-თან მოლაპარაკება, იტალიელმა შემდეგი უპასუხა:
“ჯერ საქართველო-გერმანიის მატჩია, რომელზეც ლორიას ბევრი სკაუტი დააკვირდება”.