პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ (ACP) საჭადრაკო ტურნირების ორგანიზების მხრივ, 2014 წლის ნომინანტები დაასახელა.
ოფიციალური ღონისძიებების საუკეთესოდ ჩატარებისათვის გამორჩეულია 6 ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი.
მათ შორის არის ლოპოტაც, სადაც 2014 წლის 18 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო გრან-პრის სერია გაიმართა.
ლოპოტას კონკურენტები რუსული ხანტი-მანსიისკი, ნორვეგიული ტრომსო, ესპანური ბილბაო, აზერბაიჯანული ბაქო და რუსული სოჭი არიან.
რჩეულის გამოსავლენად გამოკითხვა 15 აპრილამდე გაგრძელდება.