ფეხბურთი

13:52 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ ბელგიის ნაკრებს დააკლდება

ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლივერპულის “ევერტონის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” სტუმრად მოგებულ (2:1) პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში მარჯვენა ფეხის მუხლქვედა მყესი დაიზიანა და 67-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე როს ბარკლი შევიდა.

ჯერჯერობით უცნობია სარეაბილიტაციო პერიოდის ზუსტი თარიღი. ცნობილია მხოლოდ, რომ ახალგაზრდა 21 წლის თავდამსხმელი ბენილუქსელებს შინ კვიპროსთან (28 მარტი) და სტუმრად ისრაელთან (31 მარტი) ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120221