ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “მონაკოს” დაუპირისპირდება, ამის გამო იტალიის სერია A-ს ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა “ბიანკონერის” მდგომარეობა და ჩემპიონატის თამაშების თარიღი გადაუწია.
“იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრის გუნდი “პარმასთან” სტუმრად არა 12 აპრილს არამედ 11 აპრილს დაუპირისპირდება. სამი დღის შემდეგ “იუვე” “მონაკოს” მიიღებს. რომის “ლაციოსთან” შეხვედრაც ერთი დღით უკან გადაიწია და 18 აპრილს გაიმართება. 22 აპრილს იტალიელები “მონაკოს” სტუმრად დაუპირისპირდებიან და იმ შემთხვევაში თუ ალეგრის გუნდი ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს, “ბიანკონერი” სერია A-ში გენუის “სამპდორიასთან” მატჩს 2 მაისს გამართავს.