ფეხბურთი

12:17 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პროკურატურა ბართომეუს და როსელის დაკავებას ითხოვს

ესპანეთის პროკურატურა კატალონიის “ბარსელონას” ამჟამინდელი პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუს და ყოფილი ხელმძღვანელის სანდრო როსელის დაკავებას ითხოვს. აღნიშნულ პიროვნებებს ნეიმარის ტრანსფერის გამო კორუფციული გარიგებაში ედებათ ბრალი.

ბართომეუ შესაძლოა 2 წლითა და 3 თვით დააპატიმრონ, ხოლო როსელი 7 წლით. მადრიდის სასამართლო აგრეთვე გეგმავს კლუბი 22.2 მილიონი ევროთი დააჯარიმოს. ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების შედეგად დგინდება, რომ როგორც კლუბს, ასევე ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებს კარგი დღე არ ელოდება. ამ საქმის გამომძიებელმა ეპანელმა მოსამართლე პაბლო რუზმა 10 დღის წინ განაცხადა, რომ მისი გამოძიება დასასრულს უახლოვდება.

კლუბმა ნეიმარის ტრანსფერისთვის 2013 წელს ბრაზილიურ “სანტოსს” 57 მილიონი ევრო გადაუხადა. გამოძიება კი ამტკიცებს, რომ “ბარსელონამ” ბრაზილიელის სანაცვლოდ 83 მილიონი ევრო გადაიხადა. მოსამართლის განცხადებით, დამნაშავეებმა გადასახადებს თავი აარიდეს, რომელიც 13 მილიონ ევროს შეადგენდა.

0.141727