საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კახა ცხადაძის თავკაცობით ორშაბათ საღამოს საპატრიარქოს სტუმრობდა. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები დალოცა.
საქართველოს ნაკრები 24 მარტს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს. წვრთნის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ცხადაძე ხსენებული არენის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.