ფიბა-ევროპამ ის საფარი გამოამზეურა, რომელზედაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ პირველად ისტორიაში ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში – საფრანგეთი, გერმანია, ხორვატია, ლატვია – შედგება. საფარიც მასპინძელი ქვეყნების მიერ შერჩეულ ფერებში იქნება გაფორმებული.
მოედნის დიზაინზე ამ სფეროში ცნობილმა კომპანია Connor Sports-მა იმუშავა, რომელმაც გასულ წელს ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საფარიც მოამზადა და რაც მთავარია, ნბა-ს ერთბაშად ექვს კლუბთან თანამშრომლობს.
შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის პირველობა 5-20 სექტემბერს შედგება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. იგორ კოკოშკოვის შეგირდები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მასპინძელთა გარდა, საბერძნეთს, სლოვენიას, მაკედონიას და ჰოლანდიას გაეჯიბრებიან.