ფეხბურთი

23:01 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ლიდერი

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურმა წლევანდელ უმაღლეს ლიგას ახალი, რიგით მესამე ლიდერი – ბათუმის “დინამო” მოუვლინა. აქამდე ცხრილის სათავეში ოდენ თბილისის “დინამო” და გორის “დილა” (ერთი ტური) მდგარან. მართალია, ბათუმელების ლიდერობა ჯერჯერობით ფორმალურია, რადგან თბილისელ თანაკლუბელებთან თანაბარი ქულები აქვთ და პირველ ადგილზე ურთიერთშეხვედრებში მქონე უპირატესობის გამო დგანან (ბათუმელებმა თბილისელები “დინამო არენაზე” შარშან 6 ნოემბერს, გელა გოგიტიძის ერთადერთი გოლით დაამარცხეს), მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ზღვისპირელებმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს, საკითხავი ბევრიც არაფერი იქნება. ძნელი სათქმელია, რომელ ადგილზე დაამთავრებენ სეზონს ბათუმელები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სწორი მუშაობის წყალობით ჩვენს ჩემპიონატს საინტერესო გუნდი შეემატა. ჭეიშვილი-ხომერიკი-ბალაძის გაწვრთნილი გუნდი, რომელთაც მეკარეების მწვრთნელი, იური მამინაშვილიც ემატება, ჯამში 11 ტურია წაუგებელია (2 ფრე 9 მოგება), ეს მაჩვენებელი ეროვნული ჩემპიონატების ახლო ისტორიაში მხოლოდ გორის “დილას” მიღწევას ჩამოუვარდება. ორწელიწადნახევრის წინათ, გორელებმა, ქუთაისის “ტორპედოს” ახლანდელი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მიჯრით 11 თამაში მოიგეს.

გასული ტური კიდევ იმით იყო აღსანიშნავი, რომ ზედა სამეულმა უფრო მკაფიო მონახაზი მიიღო. ორ “დინამოსა” და “დილას” დანარჩენები უკვე საგრძნობლად ჩამორჩნენ. “ცხინვალმა” უმნიშვნელოვანესი მატჩი ბათუმის “დინამოსთან” წააგო, ხოლო “სამტრედიამ” იმერულ დერბიში “ტორპედოსთან.” “ჩიხურაც” გორში დამარცხდა და ევროთასებზე მოხვედრას ალბათ აწი ქვეყნის თასის გათამაშებიდან თუ ეცდება, სადაც ნახევარფინალშია გასული. იგივე შეიძლება ითქვას “ცხინვალზეც.”

კიდევ ერთი ამბავი ირაკლი მოდებაძის გამოჩენაა. გორელმა მეგოლემ ტრავმის შემდეგ სასტარტოში პირველად ითამაშა, საჩხერელებთან დუბლი მიითვალა და 10 გოლით ბომბარდირთა დავაში ჯაბა დვალს გაუტოლდა, რომელიც უკვე კარგა ხანია მოლდოვაში ბურთაობს.

“მერანმა” კი მარტვილში ახლადგახსნილ მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე პირველად იმარჯვა.

ახლა სანაკრებო პაუზა გამოცხადდა. 25 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი “მიხეილ მესხზე” მალტას ამხანაგურად გაეჯიბრება, 29-ში კი “დინამო არნაზე” დიდი მატჩია: ევრო 2016-ის შესარჩევში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს ვმასპინძლობთ.

ჩემპიონატი 3 აპრილს განახლდება და მთავარი მატჩი “დინამო არენაზე” “დინამო” – “დილა” იქნება.

22 მარტი

ცხინვალიდინამო (ბათუმი) 0:1 (0:1)

0:1 ვაჟა ქორიძე (43)

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:1 (1:0)

1:0, 2:0 ირაკლი მოდებაძე (8, 72), 2:1 ბესიკ დეკანოიძე (84)

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (თბილისი) 0:0

შუქურა (ქობულეთი) – ზესტაფონი 3:1 (0:0)

1:0 თორნიკე თუხარელი (61), 2:0 გიორგი ჩელებაძე (70), 3:0 ადრიან პუკანიჩი (72), 3:1 მალხაზ გაგოშიძე (87)

ვიტჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 2:0 (2:0)

1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (17), 2:0 ვანო კურდღელაშვილი (40)

მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)

1:0ლევან გეგეჭკორი (66)

მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:0)

1:0 ავთანდილ გუჯაბიძე (29), 1:1 დათა სიჭინავა (72), 1:2 ჯაბა უგულავა (87)

ტორპედო (ქუთაისი) – სამტრედია 3:1 (1:0)

1:0 ოთარ კვერნაძე (41), 1:1 გიორგი ქიმაძე (57,საკ. კარში), 2:1 ირაკლი კლიმიაშვილი (59), 3:1 ბექა ტუღუში (76)

1.

დინამო ბთ.

21

13

3

5

27:16

42

2.

დინამო თბ.

21

13

3

5

34:17

42

3.

დილა

21

12

5

4

31:16

41

4.

სამტრედია

21

10

4

7

26:18

34

5.

ცხინვალი

21

10

3

8

20:26

33

6.

ჩიხურა

21

8

6

7

27:24

30

7.

შუქურა

21

8

6

7

24:21

30

8.

გურია

21

7

8

6

19:26

29

9.

ტორპედო

21

6

9

6

25:22

27

10.

მერანი

21

6

7

8

16:20

25

11.

მეტალურგი

21

6

6

9

20:23

24

12.

ზესტაფონი

21

5

8

8

38:36

23

13.

კოლხეთი

21

5

7

9

16:25

22

14.

ზუგდიდი

21

5

6

10

13:25

21

15.

სიონი

21

5

5

11

20:33

20

16.

ვიტ ჯორჯია

21

4

4

13

19:27

16

22-ე ტური. 3 აპრილი. პარასკევი: ზუგდიდი – ცხინვალი, გურია – ვიტ ჯორჯია, ზესტაფონი – მეტალურგი, დინამო (თბ) – დილა, სიონი – კოლხეთი, ჩიხურა – მერანი, სამტრედია – შუქურა, დინამო (ბთ) - ტორპედო

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.11152