ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe–მ ლიგა 1-ის 30-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “მარსელიდან” მოხვდა, რომელმაც გასვლაზე “ლანსი” გაანადგურა (4:0).
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ მოხვდა, რომელმაც “ლორიანს” ჰეთ-თრიკი შეუსრულა.
30-ე ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: არეოლა (“ბასტია”);
მცველები: კანა-ბიიკი (“ტულუზა”), ფანი (“მარსელი”), პავარდი (“ლილი”), დანზე (“რენი”);
ნახევარმცველები: ტულალანი, მოუტინიო (ორივე “მონაკო”), პაიე (“მარსელი”), გრადელი (“სენტ-ეტიენი”), პასტორე (პსჟ);
თავდამსხმელი: ბაჩუაი (“მარსელი”).