23 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” პირველად ივარჯიშა.
ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ შეკრებაზე გამოძახებული 23 ფეხბურთელიდან, ორშაბათს თბილისში 18 იყო. გუნდის სრულად შევსებამდე წვრთნაში ლაშა პარუნაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ჩირგაძე, ჯაბა ჯიღაური (ყველა “დინამო”), არჩილ ტვილდიანი (“შუქურა”), დავით მთივლიშვილი (“ზესტაფონი”) მონაწილეობდნენ.
ნუკრი რევიშვილი და გიორგი ნავალოვსკი თბილისში სხვებთან შედარებით მოგვიანებით ჩამოვიდნენ და მსუბუქად ივარჯიშეს. ჯანო ანანიძეს მცირე ტრავმა აწუხებდა და ამიტომ დაისვენა. ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე და უჩა ლობჟანიძე “ბასაზე” არ იმყოფებოდნენ, მაგრამ სამშაბათს ყველა ადგილზე იქნება.
ცხადაძემ თბილისში 25 მარტს მალტასთან ამხანაგური მატჩისთვის და 29 მარტს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გერმანიასთან შეხვედრისთვის შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (“ტოსნო”, რუსეთი), მიხეილ ალავიძე (“დინამო”, ბათუმი).
მცველები: უჩა ლობჟანიძე (“ომონია”, კვიპროსი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (“ინტერი”, აზერბაიჯანი), სოლომონ კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი), ლაშა დვალი (“ქასიმფაშა”, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი (“ტოსნო”, რუსეთი), ლევან კაკუბავა (“სამტრედია”).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“დნიპრო”, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია), ლევან ყენია (“სლავია”, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე (“იაგიელონია”, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”, რუსეთი), სანდრო კობახიძე (“ვოლინი”, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (“კარპატი”, უკრაინა), გიორგი ჭანტურია (“კლუჟი”, რუმინეთი), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (“ინტერი”, აზერბაიჯანი), მათე ვაწაძე (“ორჰუსი”, დანია).
სამშაბათს, 18:30 საათზე, ცხადაძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს, რომლის დასრულების შემდეგ გუნდს ავარჯიშებს.