ფეხბურთი

18:29 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოშტას ნაცვლად – ხუანმი

ესპანეთის ნაკრების რიგებში ცვლილებაა. ტრავმირებული დიეგო კოშტას ნაცვლად, ვისენტე დელ ბოსკემ “მალაგას” 21 წლის თავდამსხმელი ხუან მიგელ ხიმენეს ლოპესი – იგივე ხუანმი გამოიძახა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანეთის 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებებში თამაშობდა (ჯამში 28 შეხვედრა და 15 გოლი), ხოლო ძირითად ნაკრებში პირველად მოხვდა.

ხუანმიმ მიმდინარე ლა ლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

დელ ბოსკეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან შესანიშნავად გამოიყურება “რაიო ვალეკანოს” 27 წლის შემტევი ალბერტო ბუენო, რომელსაც მიმდინარე ლა ლიგაში გამართულ 27 მატჩში 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მიუხედავად ასეთი კარგი მაჩვენებლისა, ალბერტო განაცხადს მიღმა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ “ფურია როხა” 27 მარტს “სანჩეს პისხუანზე” უკრაინის ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო ოთხ დღეში ჰოლანდიის ნაკრებს ამსტერდამში ამხანაგურად გაეჯიბრება.

თეგებიხუანმი
0.11506