ფეხბურთი

18:02 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებს შემოდგომაზე მაისურაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს (1997 წელს დაბადებულები), რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, 23 მარტს გამთენიისას მაისურაძე გუნდთან ერთად ლატვიაში გაფრინდა, სადაც საერთაშორისო ტურნირ “Federation Cup 2015”-ში ითამაშებს. ტურნირი ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, ამ ქვეყნის დედაქალაქ რიგაში, 24-27 მარტს გაიმართება. ქართველებს დაპირისპირება ლატვიელებთან, უკრაინელებთან და პოლონელებთან მოუწევთ.

მაისურაძემ ლატვიაში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: გოგი კულუა, ლევან ისიანი (ორივე “დინამო”).

მცველები: ცოტნე ნადარაია (“საბურთალო”), ანდრო ნემსაძე, ლუკა გადრანი, ვახტანგ კაპანაძე (ყველა “დინამო”), გიორგი ქობულაძე (“ლოკომოტივი” კიევი, უკრაინა), ბადრი ჯომიდავა (“ჩიხურა”).

ნახევარმცველები: ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ბექა გვარაძე, ირაკლი ბიძინაშვილი (ყველა “საბურთალო”), გიორგი ღვინაშვილი (“ლოკომოტივი”), ნიკა ბაშალეიშვილი (“დინამო”).

თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, გიორგი წივილაშვილი (ორივე „საბურთალო“), ბექა მიქელთაძე, გიორგი ძარია (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი კიკნაძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი)

„ეს ჩემთვის ახალი გუნდია. მოცემულ მომენტში ფეხბურთელების კონდიციები და შესაძლებლობები მაინტერესებს. შეკრებაც ჩვენთვის პირველია. რა თქმა უნდა, გუნდის ყოფილი მწვრთნელისგან ნოდარ აკობიასგან მათ შესახებ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მინდა ახალი ფეხბურთელებიც გამოვცადო. ვფიქრობ, ლატვიის ტურნირი დაგვეხმარება ჩვენი ბიჭების პოტენციალი უკეთ გავიგოთ“ - განაცხადა ვასილ მაისურაძემ.

2015 წლის შემოდგომაზე შესარჩევი ტურნირის მე-8 ჯგუფის მატჩები 12-17 ნოემბერს თბილისში ჩატარდება და მაისურაძის გაწვრთნილებს პაექრობა ალბანელებთან, ავსტრიელებთან და უელსელებთან მოუწევთ.

0.116147