ჩოგბურთი

16:47 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა სარეიტინგო ამბები

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგს სოფო შაფათავა ინარჩუნებს, რომელსაც 222-ე ადგილი უკავია.

219 (222). სოფო შაფათავა – 223 ქულა; 327 (319). ეკატერინე გორგოძე – 110; 401 (369). სოფო ქვაცაბაია – 80; 520 (523). ოქსანა კალაშნიკოვა – 45; 702 (702). მარიამ ბოლქვაძე – 23; 858 (854). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 14; 1117 (1127). თამარ კუტუბიძე – 5; 1211 (1217). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში გორგოძე და ქვაცაბაია საფრანგეთის ქალაქ ლე ავრში იმყოფებიან და 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ჩაერთვებიან. ასევე 10-ათასიან შეჯიბრზე ითამაშებენ კალაშნიკოვა და ბოლქვაძე, რომლებიც ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხს სტუმრობენ.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 3 ადგილით დაწინაურდა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ახლა, ქართველი სპორტსმენი 280 ქულით 180-ე პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი წლის დასაწყისში ჰქონდა, როდესაც 157-ე საფეხურს უწია.

0.115115