ფეხბურთი

15:15 | 23.03.2015 | ნანახია NaN - ჯერ

კოშტა ესპანეთის ნაკრებს დააკლდება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ “ჰალთან” მოგებულ (3:2) შეხვედრაში მყესის ტრავმა მიიღო და მოედანი 75-ე წუთზე დატოვა.

“არისტოკრატთა” თავკაცის ჟოზე მოურინიოს განცხადებით, ფეხბურთელი ტრავმის გამო 15 დღე იუქმებს. შესაბამისად, კოშტა “ფურია როხას” უკრაინასთან (ევროშესარჩევი) და ჰოლანდიასთან (ამხანაგური) მატჩებში ვერ დაეხმარება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი ფეხბურთელით ჩაანაცვლებს ვისენტე დელ ბოსკე დიეგოს. სანაკრებო თამაშების წინ კოშტამ ტრავმა გასული წლის ნოემბრის თვეშიც მიიღო. მაშინ თავდამსხმელმა ბელარუსის (ევროშესარჩევი) და გერმანიის (ამხანაგური) წინააღმდეგ მატჩებში ვერ იასპარეზა.

0.073909