ფეხბურთი

13:27 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრებში ცვლილებებია

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა „სამი ლომის“ რიგებში იძულებით ცვლილებები მოახდინა. „საუთჰემპტონის“ ტრავმირებული მეკარის ფრეიზერ ფორსტერის ნაცვლად გუნდში ქპრ-ს და „სტოკის“ გოლკიპერები რობ გრინი და ჯეკ ბატლენდი მიიწვია.

ტრავმა აწუხებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველ ლუკ შოუსაც. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელის ნაცვლად ინგლისის ნაკრებში ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი დანი როუზი ითამაშებს.

ინგლისი „უემბლიზე“ ლიტვის ეროვნულ ნაკრებს ევროშესარჩევის მატჩში 27 მარტს დაუპირისპირდება, ხოლო 31 მარტს იტალიას სტუმრად ამხანაგურად გაეჯიბრება.

ჰოჯსონის გაფართოებული 26-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ჯო ჰარტი (“სიტი”), რობ გრინი (ქპრ), ჯეკ ბატლენდი („სტოკი“)

მცველები: ლეიტონ ბეინსი (“ევერტონი”), გარი კეჰილი (“ჩელსი”), ნათანიელ კლაინი (“საუთჰემპტონი”), კირან გიბსი (“არსენალი”), ფილ იაგიელკა (“ევერტონი”), ფილ ჯონსი (“მანჩესტერი”), დანი როუზი („ტოტენჰემი“) კრის სმოლინგი (“მანჩესტერი”), კაილი უოლკერი (“ტოტენჰემი”)

ნახევარმცველები: როს ბარკლი (“ევერტონი”), მაიკლ ქერიკი (“მანჩესტერი”), ფაბიენ დელფი (“ასტონ ვილა”), ჯორდან ჰენდერსონი (“ლივერპული”), ადამ ლალანა (“ლივერპული”), ჯეიმს მილნერი (“სიტი”), რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”), ენდროუს თაუსენდი (“ტოტენჰემი”), თეო უოლკოტი (“არსენალი”)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), უეინ რუნი (“მანჩესტერი”), დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), დენი უელბეკი (“არსენალი”)

0.120268