ფეხბურთი

12:13 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ონილი 29 ფეხბურთელზე შეჯერდა

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის წინააღმდეგ 29 მარტს ჩასატარებელი მატჩისთვის საბოლოო 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩრდილოეთ ირლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადში რობ ელიოტი (“ნიუკასლი”, ინგლისი), პოლ გრინი (“როტერჰემი”, ინგლისი) და სიმონ კოქსი (“რედინგი”, ინგლისი) არ შეიყვანა, ხოლო ჰენდრიქსი (“დერბი”, ინგლისი), ენტონი პილკინგტონი (“კარდიფი”), და დევიდ მაკგოლდერიკი (“იფსვიჩი”, ინგლისი) ნაკრებში ტრავმის გამო ვერ იასპარეზებენ.

ირლანდიელთა თავკაცის პოლონეთთან მატჩისთვის შემდეგ ფეხბურთელებს დაეყრდნობა:

მეკარეები: დევიდ ფორდი (“მილუოლი”, ინგლისი), შეი გივენი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), კიერან უესტვუდი (“შეფილდი”, ინგლისი), დარენ რენდოლფი (“ბირმინგემი”, ინგლისი),

მცველები: რიჩარდ კოეგი (“დერბი”, ინგლისი), მარკ უილსონი (“სტოკი”, ინგლისი), სიმუს კოულმენი (“ევერტონი”, ინგლისი), კირუს ქრაისთი (“დერბი”, ინგლისი), ჯონ ოში (“სანდერლენდი”, ინგლისი), ალექს პირსი (“რედინგი”, ინგლისი), პოლ მაკშეინი (“ჰალი”, ინგლისი), კიარან კლარკი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), შტეფენ უარდი (“ბარნლი”, ინგლისი).

ნახევარმცველები: ჯეიმს მაკარტი (“ევერტონი”, ინგლისი), ჯეფ ჰარი არტერი (“ბორნმუთი”, ინგლისი), გლენ ველანი (“სტოკი”, ინგლისი), დარენ გიბსონი (“ევერტონი”, ინგლისი), აიდან მაკგიდი (“ევერტონი”), ჯეიმს მაკქლინი (“უიგანი”, ინგლისი), უეს ჰულაჰანი (“ნორვიჩი”, ინგლისი), (“ჰალი”, ინგლისი), შტეფენ ქუინი, რობი ბრედი, დევიდ მეილერი (“ჰალი”, ინგლისი).

თავდამსხმელები: რობი კინი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”, აშშ), შეინ ლონგი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი) დერილ მარფი (“იფსვიჩი”, ინგლისი), ჯონ უოლტერსი (“სტოკი”, ინგლისი), კევინ დოილი (“ვულვერჰემპტონი”, ინგლისი), ენტონი სტოუკსი (“სელტიკი”, შოტლანდია).

ირლანდიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.

0.117478