საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ციკლი უქულოდ დაასრულა.
მე-7 ჯგუფის ბოლო მატჩში ქართველები ყაზახებთან 0:4 დამარცხდნენ. სარქისიანმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
თორნიკე ბუკია, შოთა ჭანუყვაძე, არჩილ სებისკვერაძე, დავით ბობოხიძე (კ), რონი. სათადარიგოები: დავით კეფაშვილი, ზურაბ ლუკავა, ლევან კობაიძე, კახაბერ მაისაია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ ზედელაშვილი.
მე-11 წუთზე ანგარიში პერშინმა გახსნა. მე-19 წუთზე პენგრინმა მეორე გოლი გაიტანა. 31-ე წუთზე ჩემოტარიოვმა ყაზახები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო 39-ეზე იესენემანოვმა საბოლოო წერტილი დასვა.
მანამდე ქართველებმა ჯგუფში პორტუგალისთან 0:7, რუმინეთთან კი 1:4 წააგეს.
პორტუგალიამ, ყაზახეთმა და რუმინეთმა 6-6 ქულა დააგროვეს. გატანილ გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე პორტუგალია გავიდა, მეორეზე ტურნირის მასპინძელი რუმინეთი, ხოლო მესამე პოზიცია ყაზახეთმა დაიკავა.