მადრიდის “რეალის” მთავარამა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ლა ლიგის 28-ე ტურში “ბარსელონასთან” 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ამიერიდან “სამეფო კლუბის” პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა იქნება.
“დღეს მოედანზე ორი უმაღლესი დონის გუნდი თამაშობდა. ჩვენ ძალიან კარგად ჩავატარეთ ერთი საათი, დარჩენილ 30 წუთში კი, აღარაფერი გამოგვდიოდა და წავაგეთ. მაგრამ ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” უპრირატესობა აქვს, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. და მაინც, ამიერიდან ჩვენი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა იქნება” - თქვა ანჩელოტიმ.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე, “რეალი” 64 ქულით მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბარსელონას”.