მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი ლიდერი არიენ რობენი დაშავდა და საკუთარ გუნდს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი საკუთარ მოედანზე “გლადბახთან” 0:2 დამარცხდა. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც პირველი ტაიმის შუაში მოხდა: რობენმა ტონი იანჩკესთან შეტაკების შემდეგ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და 24-ე წუთზე შეცვალეს. კლუბის “თვითერის” ინფორმაციით, არიენმა მკერდის კუნთი გაიწყვიტა და ჰოლანდიელის აღდგენას რამდენიმე კვირა დაჭირდება.
გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში რობენმა 17 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაია კაიი.
დრაკონებმა უნდა ჩაგიდოთ