ბობ ბრედლის “სტაბეკი” ამხანაგურ შეხვედრაში “საპსბორგს” დაუპირისპირდა. მატჩი “საპსბორგის” სტადიონზე გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გოროზიამ მატჩი სრულად ჩაატარა. გოროზიამ გამთამაშებლის პოზიციაზე ითამაშა, მის ანგარიშზე კი გოლი და საგოლე პასია.
ანგარიში “საპსბორგის” ფეხბურთელებმა გახსნეს, რასაც გიორგი გოროზიას გოლი მოჰყვა. შემდეგ კვლავ მასპინძელი კლუბი დაწინაურდა, შეხვედრის საბოლოო წერტილი კი ემილ ეკბლომმა დააფიქსირა. მან გიორგი გოროზიას პასის შემდეგ გაათანაბრა.
შეგახსენებთ, ნორვეგიაში საფეხბურთო სეზონი 6 აპრილს იწყება. “სტაბეკი” პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე “ჰაუგესუნდის” წინააღმდეგ გამართავს.