სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:34 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ვიტ ჯორჯიამ” გამარჯვება გაიხსენა

საქართველოს უმაღლეს ლიგაში “ვიტ ჯორჯიამ” რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველი 3 ქულა მოიპოვა. მცხეთელებმა უკანასკნელი გამარჯვება გასული წლის 21 სექტემებრს დღევანდელ მეტოქესთან გასვლით დაპირისპირებაში მოიპოვეს, მას შემდეგ კი უმაღლეს ლიგაში “ვიტ ჯორჯიას” მიერ ჩატარებული მატჩები ან ფრედ, უფრო ხშირად კი მეტოქე გუნდის გამარჯვებით სრულდებოდა.

დღევანდელ მატჩში 2 გოლი გავიდა, ორივე შემთხვევაში თავი თენგიზ კობიაშვილის ფეხბურთელებმა გამოიჩინეს და უმაღლეს ლიგაში ადგილის დასარჩენად ერთი ნაბიჯი გადადგეს.

მე-11 წუთზე კახაბრიშვილის ჩაწოდების შემდეგ ლობჟანიძემ საჯარიმოში ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში “ვიტ ჯორჯიამ” კუთხურის შესრულების უფლება მოიპოვა, კუთხურის შემდეგ გოლის ავტორმა ბურთი ძალიან ოსტატურად მიიღო, ძლიერად ჩაწოდებული ბურთი კარგად ჩამოიღო, თუმცა “ზუგდიდის” გუნდის ფეხბურთელებმა დაასწრეს და ფორვარდმა დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა ვერ შეძლო.

ზუგდიდელთა მხრიდან იაქტიურა ლუკა გუგუჩიამ. მან მეტოქის ნახევარზე ბურთი კარგად დაამუშავა, თუმცა წააქციეს, საჯარიმო დარტყმა კი თავად გუგუჩიამ შეასრულა. ძლიერ და ეფექტურ დარტყმას სიზუსტე ოდნავ დააკლდა.

რამდენიმე წუთში გუგუჩიამ კუთხური ჩააწოდა, ბურთი საპირისპირო ძელთან ახლოს მდგარ კობერიძეს მიუვიდა, თუმცა მის ძლიერ დარტყმას სიზუსტე დააკლდა.

გოლებს შორის “ზუგდიდმა” მოახერხა შეტევაზე გადასვლა, გარკვეულ ეპიზოდებში უპირატესობასაც დაეუფლა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნა. 38-ე წუთზე “ვიტ ჯორჯიამ” მარცხენა ფლანგიდან განავითარა შეტევა, საჯარიმოში ბურთი ვანო კურდღელაშვილს მიუვიდა რომლის წინ მდგომმა მცველებმა მის დარტყმულზე რეაგირება ვერ მოახდინეს, ბობღიაშვილი კი მარჯვენა კუთხეში დარტყმულს ვერ შეწვდა.

“ვიტ ჯორჯია” უფრო მეტს მოძრაობდა. ამ კომპონენტში ვეტერინარებ მა აშკარად აჯობეს სტუმრებს, თუმცა მხოლოდ ეს მიზეზი ვერ განაპირობებდა მათ გამარჯვებას. ტექნიკური წუნი ბესიკ შეროზიას გუნდის მხარეს მეტი იყო. ზუგდიდელები ხშირად ცდებოდნენ შეტევაზე გადასვლისას და არაზუსტი პასების გამო საჯარიმომდე მისვლა უჭირდათ, საჯარიმოსთან მისულები კი საგოლე მომენტის რეალიზებაში მოიკოჭლებდნენ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში ვერ მოახერხეს 2-3 ზუსტი პასის გაკეთება, რასაც “ვიტ ჯორჯის” კონტრშეტევები მოჰყვებოდა ხოლმე. ეს ზოგჯერ ძალიან სახიფათო გამოვიდა, ვინაიდან კონტრშეტევისას აუცილებელია სისწრაფე, რაშიც “ზუგდიდი” მეტოქეს ჩამორჩებოდა.

მეორე ტაიმში გოლი არ გავიდა, არადა მატჩის მიწურულს კუტალიას ჩაწოდების შემდეგ ეხვაიამ ახლო მანძილიდან თავით არაზუსტად დაარტყა. ეხვაიას წინააღმდეგ მეტოქის ფეხბურთელები არ თამაშობდნენ, უმეთვალყურედო დარჩენილს ამ მომენტში აშკარად მართებდა ანგარიშის შემცირება.

შეტევის დახმარება მატჩის მიწურულს მინდია ბობღიაშვილმა სცადა, მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მაგრამ დარჩენილ დროში თამაშში საინტერესო არაფერი მომხდარა.

ვიტ ჯორჯია – ზუგდიდი 2:0 (2:0)

22 მარტი, მცხეთა, “მცხეთა-პარკი”

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, საბაძე, ჩიტიშვილი, თათხაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე, კახაბრიშვილი (ღიბრაძე 76), გახარია, კურდღელაშვილი (ხვისტანი 88), ლობჟანიძე (კუხალეიშვილი 85).

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, აკობია, ღონღაძე, მაჩაიძე (ქირია 77), კუტალია, ლომია (კუკავა 60), წურწუმია (ფარჯიკია 46), გუგუჩია, ენდელაძე, კობერიძე, ეხვაია.

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (11), 2:0 კურდღელაშვილი (38)

მთავარი მსაჯი: დავით სანოძე

გაფრთხილება: კახაბრიშვილი (32), ჩიტიშვილი (34), ღონღაძე (45), მაჩაიძე (55), ენდელაძე (69), ფარჯიკია (79), კუტალია (80), კობერიძე (81)

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.109533