ფეხბურთი

19:41 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბილეთები - საქართველო-მალტა 23 მარტიდან, საქართველო-გერმანია 24 მარტიდან

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საქართველოსა და მალტის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან “მიხეილ მესხის” სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს, სალაროები კი ყოველდღე დილის 11:00-დან საღამოს 18:00 საათამდე იქნება ღია.

საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის დასასწრები ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში 24 მარტიდან გაიყიდება. მსურველებს ბილეთების შეძენა ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ. ბილეთის ფასი 10, 15, 20 და 30 ლარია. აღნიშნულ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-შეძენა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს მალტის, ხოლო 29 მარტს გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.114311