იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” 3:1 დაამარცხა. მაურიციო სარის გუნდიდან მეორე გოლი ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ გაიტანა. 46-ე წუთზე ანგარიში რიკარდო საპონარამ გახსნა, 49-ე წუთზე რუგანიმ ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გათანაბრდა, 59-ე წუთზე საპონარამ საგოლე პასი ლევან მჭედლიძეს გაუკეთა, რომელმაც წინ გაიყვანა თანაგუნდელები. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ხსნენებულმა საპონარამ დააფიქსირა. “ემპოლის” მოთამაშემ მე-60 წუთზე დუბლი შეასრულა.
ქართველი ფორვარდი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და ერთი წუთის ინტერვალში სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
https://www.youtube.com/watch?v=rm4lrZPWPDc
სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ მატჩებში მჭედლიძეს დღემდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, 2008 წლის 5 ოქტომბერს “პალერმოს” მაისურით ტურინის “იუვენტუსს” გასვლით მატჩში გამარჯვების გოლი გაუტანა.
https://www.youtube.com/watch?v=S7zAl7DRbzU