დღის ცენტრალურ ბუნდესლიგურ მატჩში "ლევერკუზენმა" დაამტკიცა, რომ "შალკეზე" უკეთესი გუნდია. როჯერ შმიდტის გუნდმა აშკარად აჯობა მასპინძლებს და 1:0 იმარჯვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საჩემპიონთალიგო ოთხეული გამოიკვეთა. 35-ე წუთზე კარიმ ბელარაბიმ შეირბინა საჯარიმოში და ოდნავ მახვილი კუთხიდან ახლო ცხრიანში ზუსტად დაარტყა. ასე გავიდა ერთადერთი გოლი...
"შალკეს" ჰქონდა შანსები, თუმცა თამაშს "ლევერკუზენი" აკონტროლებდა და უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლო მოგება.
ჩემპიონთა ლიგას ჩამოშორებულმა "დორტმუნდმა" გასვლაზე 3:2 აჯობა "ჰანოვერს". მარკო როისმა ორი საგოლე პასი გაახერხა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ორი გოლი მიითვალა, ერთი ბურთი კი იაპონელი შინჯი კაგავასი იყო. შეიძლება ითქვას, მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყდა, როცა ჰანოვერელი ბიტენკური გააძევეს. ახალგაზრდა შემტევმა ხუთწუთიან მონაკვეთში ორჯერ იუხეშა და მსაჯმაც არ დაახანა. არადა, სანამ ბიტენკურს გააძევებდნენ, 1:1 იყო და "ჰანოვერი" მეტს უტევდა.
დორტმუნდელებმა მალევე გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა და თანაც, ორჯერ გაიტანეს. ამას 82-ე წუთზე ლარს შტინდლის ერთი გოლი მოჰყვა და ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა, თუმცა იურგენ კლოპის გუნდმა სამი ქულა მაინც აიღო.
მონატრებული მოგება: "შტუტგარტმა" გაიხარა და წლეულს პირველად გაიმარჯვა. ჰუბ სტევენსის გუნდი შინ აგებდა "აინტრახტთან", მაგრამ 3:1 იმარჯვა. დანიელ გინჩეკი გახდა მატჩის გმირი – დუბლი მიითვალა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა შვაბებს. "შტუტგარტი" ბოლო ადგილზე დარჩა, მაგრამ ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი აქვს. ქულებში მინიმალური ჩამორჩენაა.
აი, "პადერბორნს" კი, რომელმაც სეზონი მშვენივრად დაიწყო, ცუდად მისდის საქმე და ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა. ანდრე ბრაიტენრაიტერის გუნდს ჩინებული შანსი ჰქონდა, რომ "ჰოფენჰაიმთან" შინ მოეგო, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში 10-კაციან მეტოქეს ეთამაშებოდა. ჩინებული იყო "ჰოფენჰაიმის" მეკარე ბაუმანი, რომელმაც მეჰას, საგლიკსა და ლაკიჩს რთული ბურთები აუღო.
ახლოს იყო მოგებასთან "ვერდერი", მაგრამ "კიოლნთან" სტუმრად 1:1-ს დასჯერდა. ახალგაზრდა ზელკემ პირველ ტაიმში მძლავრი დარტყმით დააწინაურა "მუსიკოსები", კიოლნელებმა კი 88-ე წუთზე პენალტით გაათანაბრეს.
აქვე ვთქვათ, რომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერა "ფრაიბურგმა", რომელმაც ბოლო ტურებში ფორმიდან ამოვარდნილ "აუგსბურგს" 2:0 აჯობა.
კიოლნი-ვერდერი 1:1 (0:1)
კიოლნი: ჰორნი, ჰექტორი, მარო, ოლკოვსკი (ოსაკო 57), ვიმერი, ლემანი, პეშკო (ჰალფარი 73), რისე, ფიოგტი, დეივერსონი, უჯა (ფინი 82)
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
ვერდერი: შტრენბერგი, ფრიტცი, ვოლფი, პრიოდლი, ვესტერგარდი, ბარგფრედე, ბარტელსი, იუნუზოვიჩი (მაკიადი 90), გაბრე სელასი, დი სანტო, ზელკე (ოზთუნალი 66)
მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი
გოლები: 0:1 ზელკე (27), 1:1 ლემანი (88 პენ)
გაფრთხილება: დი სანტო (71), დეივერსონი (73), ფრიტცი (82), ლემანი (84)
მსაჯი: ჰარტმანი
ბურთის ფლობა: 56-44, დარტყმა: 15 (2) – 11 (6); კუთხური: 8-6, თამაშგარე: 5-1, სეივი: 5-1, ჯარიმა: 14-21
ფრაიბურგი-აუგსბურგი 2:0 (0:0)
ფრაიბურგი: ბიურკი, კრმაში, რიტერი, მიტროვიჩი, გიუნტერი, ზორგი, ფრანტცი (პეტერსენი 66), ჰოლფერი (შუსტერი 89), კლაუსი, შმიდი (დარიდა 81), მეჰმედი
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაიერი, ფოილნერი, კორი (კაიუბი 75), ტობიას ვერნერი, ბობადილია, ჯურიჩიჩი (ჰიობერგი 46), ჯი (მატავჟი 74)
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
გოლები: 1:0 შმიდი (71), 2:0 პეტერსენი (84)
გაფრთხილება: რიტერი (66)
მსაჯი: ცვაიერი
ბურთის ფლობა: 45-55, დარტყმა: 15 (8) – 17 (6); კუთხური: 4-6, თამაშგარე: 3-2, სეივი: 6-6, ჯარიმა: 16-12
პადერბორნი-ჰოფენჰაიმი 0:0
პადერბორნი: ლუკას კრუზე, ჰაინლოთი, ჰანემაიერი, რაფა, ციგლერი, ბრიუკნერი, მეჰა, რუპი (საგლიკი 77), ვრანჩიჩი, ვემერი (კოჩი 70), ლაკიჩი
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, კიმი, ელიონუსი (აბრაჰამი 67), ფირმინო (მოდესტე 90), რუდი, პოლანსკი, შტრობლი, შიპლოკი (შალაი 59), ფოლანდი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გაფრთხილება: ბისაკჩიჩი (55, 65), რუდი (83), მოდესტე (90)
გაძევება: ბისაკჩიჩი (65)
მსაჯი: შმიდტი
ბურთის ფლობა: 49-51, დარტყმა: 15 (7) – 8 (2); კუთხური: 9-4, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-7, ჯარიმა: 19-18
შტუტგარტი-აინტრახტი 3:1 (0:0)
შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტლი, კლაინი, ნიდრმაიერი, გენტნერი, ჰლუშეკი, მაქსიმი, სერეი (რომეუ 53), გინჩეკი (შვააბი 89), ტიმო ვერნერი (კოსტიჩი 58), ჰარნიკი
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი
აინტრახტი: ტრაპი, ჩანდლრი, მადლუნგი, ოცზიპკა, სამბრანო, აიგნერი, ჰასებე, ინუი, ალექსანდრ მაიერი, შტენდერა, სეფეროვიჩი
მწვრთნელი: თომას შააფი
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (51), 1:1, 2:1 გინჩეკი (63, 66), 3:1 მაქსიმი (80)
გაფრთხილება: სერეი (42), სეფეროვიჩი (68), მაქსიმი (81), მადლუნგი (84)
მსაჯი: დრესი
ბურთის ფლობა: 46-54, დარტყმა: 9 (5) – 11 (5); კუთხური: 2-9, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-2, ჯარიმა: 16-10
ჰანოვერი-დორტმუნდი 2:3 (1:1)
ჰანოვერი: ცილერი, ფელიპე, მარსელო, ჰიროკი საკაი (ანდრეასენი 86), სალიფ სანე, ბიტენკური, კიოტაკე, შტინდლი, შულცი (ალბორნოსი 73), ბრიანი (პრიბი 72), ხოსელუ
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
დორტმუნდი: ვაიდენფელრი, კირხი (დუძიაკი 68), სოკრატისი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, ბლაშჩიკოვსკი, გიუნდოგანი (სვენ ბენდერი 73), კელი, კაგავა, როისი (რამოსი 90+1), ობამეიანგი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 0:1 ობამეიანგი (19), 1:1 შტინდლი (31), 1:2 კაგავა (57), 1:3 ობამეიანგი (61), 2:3 შტინდლი (82)
გაფრთხილება: სუბოტიჩი (46), ბიტენკური (49), ბიტენკური (51, 55)სალიფ სანე (71)
გაძევება: ბიტენკური (55)
მსაჯი: ბრიხი
ბურთის ფლობა: 52-48, დარტყმა: 15 (5) – 13 (6); კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-20
შალკე-ლევერკუზენი 0:1 (0:1)
შალკე: ველენროიტერი, აიჰანი, ფუხსი, მატიპი, ნასტასიჩი, ბარნეტა, ჰიოგერი, მაქს მაიერი (ფარფანი 78), ნოიშტადტერი (გორეცკა63), ლეროი სანე (Kევინ-პრინს ბოატენგი 42), ჰუნტელაარი
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი (ტოპრაკი 46), სპაჰიჩი, ვენდელი, ბელარაბი, ბრანდტი, როლფესი, კასტრო, სონი (ჩალჰანოღლუ 46), კისლინგი (ლარს ბენდერი 78)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლები: 0:1 ბელარაბი (35)
გაფრთხილება: ჰილბერტი (11), პაპადოპულოსი (43), ჰიოგერი (60), ნოიშტადტერი (61), ბელარაბი (81), ვენდელი (88)
მსაჯი: გაგელმანი
ბურთის ფლობა: 54-46, დარტყმა: 13 (5) – 17 (7); კუთხური: 4-9, თამაშგარე: 1-6, სეივი: 6-5, ჯარიმა: 17-16