ფეხბურთი

18:02 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლოჯერ “კლასიკოში”

22 მარტს, ბარსელონაში დიდი მატჩია. “კამპ ნოუზე” “ელ კლასიკო” გაიმართება. “ბარსელონასა” და “რეალის” შეხვედრას დიდი დატვირთვა ყოველთვის თან ახლდა, მაგრამ ახლა ესპანეთის ჩემპიონის შესახებ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემაც შეუძლია.

ხვალინდელი “კლასიკო” შესაძლოა ზოგიერთი ფეხბურთელისთვის და არამარტო ფეხბურთელისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს. ჩვენ სწორედ მათ წარმოგიდგენთ:

სამი ხედირა – გერმანელ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და გუნდი მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს.

პედრო – ბარსელონას სკოლის აღზრდილის ბლაუგრანული მომავალი ბურუსითაა მოცული. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდში ლუის სუარესი მივიდა. პედროსთვის სასტარტო 11-ეულში ადგილი იშვიათად იძებნება.

ასიერ ილარამენდი – ორი წლის წინ “რეალმა” ბასკ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადა. ჩაბი ალონსოს შემცვლელად მიიჩნეოდა, თუმცა... ბრაზილიელი ლუკას სილვას ყიდვის შემდეგ, ილარმენდის ადგილი მადრიდში აღარ ჩანს.

დანი ალვეში – ბრაზილიელს “ბარსელონასთან” ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. აქამდე ბევრჯერ დაიწერა მისი მომავალი შესაძლო ნავსაყუდელის შესახებ.

ხესე როდრიგესი – ხესეზე მადრიდში დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ფეხბურთელს ხშირმა ტრავმიანობამ ხელი შეუშალა და ახლა მისი მადრიდული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მარტინ მონტოია – კატალონიელი მცველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერაფრით ახერხებს. ზაფხულში კი დიდი ალბათობით ახალ სამყოფელს იპოვის.

ხავიერ ერნანდესი – ჩიჩარიტო “რეალში” მანჩესტერიდან სეზონის წინ იჯარით გადავიდა. მექსიკელმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ფეხი ვერ მოიკიდა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ “ბლანკოსმა” მისი გამოსყიდვა მოინდომოს.

ლუის ენრიკე – “ბარსელონას” ტრიპლეტის შესრულების შანსი აქვს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი თავკაცი მომავალ სეზონშიც ლუის ენრიკე იქნება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მასსა და ლიონელ მესის შორის არსებულ კონფლიქტზეც...

იკერ კასილიასი – მადრიდული გუნდის და ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ იკერ კასილიასმა შესაძლოა ზაფხულში “სამეფო კლუბი” დატოვოს. ბოლო დროს მისი თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს. “რეალი” კი მანჩესტერის კიპერით, დავიდ დე ხეათი სერიოზულადაა დაინტერესებული.

ჩავი – “ბარსელონას” კაპიტნის ბოლო ბარსელონური სეზონის შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა. მას მომავალი სეზონიდან ოკეანის გაღმა ელიან.

კარლო ანჩელოტი – თუ “რეალი” მიმდინარე სეზონს უტიტულოდ დაამთავრებს კარლო ანჩელოტის გუნდიდან აბარგება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114328