ფეხბურთი

17:27 | 21.03.2015 | ნანახია 1240 - ჯერ

ჟოზე მშვიდ სატრანსფერო ზაფხულს ელის

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოვალ სატრანსფერო პერიოდზე ალაპარაკდა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, კლუბს წყნარი ზაფხული ექნება.

“ჩვენი მომავალი სატრანსფერო პოლიტიკა აქტიურობას არ საჭიროებს. მოგვწონს ჩვენი შემადგენლობა, ყველა ფეხბურთელი და რაც მთავარია ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. ზაფხული წყნარი იქნება და მომავალში ვნახავთ შედეგს ფეხბურთელების და იმ კაპიტალს, რომელსაც ნაყიდ ფეხბურთელებში დავაბანდებთ.” – განაცხადა მოურინიომ.

პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდის საშუალო ასაკი 26.1 წელია. გასული წლის ზაფხულში მოურინიომ გუნდი საგრძნობლად გააძლიერა და შემადგენლობას დაამატა ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან: დიეგო კოშტა, ფელიპე ლუისი, სესკ ფაბრეგასი, სამაგიეროდ ზამთარში გუნდიდან ანდრე შურლე და მოჰამედ სალაჰი გაუშვა, ხოლო ხუან კუადრადო “ფიორენტინადან” დაიმატა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:02 | 21.03.2015
l.a.s.h.a (246)

მოუ ახალ ტროლიკას ჩამოგიყვანს აბრამა გერმანიიდან 5 წლის ნახმარს

17:55 | 21.03.2015
Lobjika (3)

ნახევარდაცვას უნდა გაძლიერება და ერთ მცველსაც თუ მოიყვანს კარგი იქნება

17:53 | 21.03.2015
NGoLo KaNte (36472)

როცა ასე ამბონს ტყუის მაშინ არიან სწორედ აქტიურები ტრანსფერებში

ნახევარდაცვის რეორგანიზაციაა საჭიროა მიკელი რამირესი ოსკარი აუცილებლად გასაყიდები არიან

არანაირი წვლილი არშეაქვთ გუნდის სასიკეთოდ

22:20 | 21.03.2015
S.A.F. (2852)

რამირესი და ოსკარი გაუშვით უეჭველი გასაყრელები არიან ეგენი...

























00:33 | 22.03.2015
NGoLo KaNte (36472)

მიკელიც

0.126248