ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. “ფურია როხა” 27 მარტს ანდალუსიაში “სევილიას” სტადიონ “სანჩეს პისხუანზე” უკრაინას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 31 მარტს ჰოლანდიის ნაკრებს “ამსტერდამ არენაზე” ამხანაგურად შეხვდება.
ესპანელი სპეციალისტის 24-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: იკერ კასილიასი (მადრიდის “რეალი”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), სერხიო ასენხო (“ვილიარეალი”).
მცველები: ხუანფრანი (მადრიდის “ატლეტიკო”), დანი კარვახალი, სერხიო რამოსი (ორივე მადრიდის “რეალი”), ხერარდ პიკე, მარკ ბარტრა, ხორდი ალბა (სამივე “ბარსელონა”), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”, იტალია), ხუან ბერნატი (“ბაიერნი”, გერმანია), მიკელ სან ხოსე (“ბილბაო”).
ნახევარმცველები: მარიო სუარესი, კოკე (ორივე მადრიდის “ატლეტიკო”), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ორივე “ბარსელონა”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), სანტი კასორლა (“არსენალი”, ინგლისი), ისკო (მადრიდის “რეალი”), სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”, ინგლისი), ვიტოლო (“სევილია”).
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი (“ბარსელონა”), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”, იტალია), დიეგო კოშტა (“ჩელსი”, ინგლისი).