ფეხბურთი

14:22 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” კავანით დაინტერესდა

მადრიდის “ატლეტიკო” შემადგენლობის გაძლიერებას ფრანგული პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდით ედისონ კავანით აპირებს.

მადრიდელებმა ზამთარში ფერნანდო ტორესი დაიბრუნეს, მაგრამ მან პრიმერადივიზიონის განვლილ 9 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა მთლად კმაყოფილი არაა და ზაფხულში შეტევის ხაზის საფუძვლიანად გაძლიერებას გეგმავს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ ვერა “ატლეტიკო” ძვირადღირებული ფორვარდის შეძენას, მაგრამ დიეგო სიმეონეს სამწვრთნელო შტაბში შემავალმა ოსკარ ორტეგამ 28 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესი დაადასტურა.

“დიახ, ჩვენ გვსურს კავანისთან კონტრაქტის გაფორმება. ჩვენთვისაც და მისთვისაც ეს მშვენიერი ვარიანტი იქნებოდა” - თქვა ორტეგამ.

ედისონმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მისი შეძენით ინგლისური კლუბიც არიან დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112713