ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ სოლარინოში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში მე-8 ნომრად განთესილ კანადელ გლორია ლიანგს გაეჯიბრა და 1:4-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით, სოფომ კორტზე გასვლა წყვილთა შეჯიბრის ეგიდით მოახერხა და რუს ოლგა დოროშინასთან ერთად იტალიელი დი ჯიუზეპეს და ფრანგი ტიულის დუეტის დამარცხება მოახერხა – 6:2, 6:3.
შედეგად, შაფათავამ და დოროშინამ ფინალში გასვლა მოახერხეს, სადაც გერმანელ შაედერს და ჰოლანდიელ ვიკერინკს გაეჯიბრებიან.