ჭადრაკი

23:53 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მშვიდობიანი დღე სოჭში

დღეს, მსოფლიოს ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის ყველა ქართველმა მონაწილემ დიდი ბრძოლის გარეშე პარტიები ფრედ დაასრულა.

ამრიგად, ხვალ კლასიკური მინი-მატჩის მეორე გადამწყვეტი პარტიები გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პლანეტის საჭადრაკო ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მატჩში დამარცხებული ტურნირს ეთიშება.

ბელა ხოტენაშვილი (2513) 0.5:0.5 ჰუანგ ქიანი (ჩინეთი, 2473)

სალომე მელია (2459) 0.5:0.5 ჟაო ქსიუ (ჩინეთი, 2527)

მერი არაბიძე (2374) 0.5:0.5 მარერო იანეტი (კუბა, 2322)

ტან ჟონგი (ჩინეთი, 2487) 0.5:0.5 ლელა ჯავახიშვილი (2481)

რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარე ტურნირის მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრები სტარტს 16:00 საათიდან აიღებს.

0.115441