გავრცელებულ ინფორმაციას პოლ პოგბას “ჩელსიში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა. პორტუგალიელს ფრანგი ნახევარმცველის შეძენის სურვილი არ აქვს - “ჩელსის” მწვრთნელს ახალგაზრდა რუბენ ლოფტუს-ჩეკის თამაში უფრო აღაფრთოვანებს.
“ჩემი გუნდი ახალი ნახევარმცველის დამატებას არ საჭიროებს. ფაბრეგასი, მატიჩი, რამირესი, რუბენი და მიკელი ნახევარმცველთა კარგი ჯგუფია. შემდეგ სეზონში რუბენი შუახაზელთა ერთ-ერთი კონკურენტი იქნება და ხშირად მოუწევს მოედანზე გასვლა. ვფიქრობ, შემდეგი სეზონისთვის “ჩელსი” გაძლიერებას არ საჭიროებს, რადგან ჩვენ რუბენი გვყავს. ასე რომ, პოგბათი დაინტერესებული არ ვარ”, - აღნიშნა მოურინიომ.
შეგახსენებთ, პოლ პოგბას აგენტ მინო რაიოლას თქმით, მოთამაშის შეძენით დაინტერესებულ კლუბს 100 მილიონი გირვანქას გადახდა მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელებს სურდათ პოგბას შეძენა, თუმცა მოურინიომ საპირისპირო განცხადება გააკეთა.