“ვალენსიასა” და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ენცო პერესი ტრავმირებულია. 28 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ოთხშაბათს ჩატარებულ ვარჯიშზე მიიღო და წვრთნა ნაადრევად დატოვა.
პერესი დღეს “ელჩესთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს და არგენტინის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება. უახლოეს დღეებში ენცოს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ზუსტად გახდება ცნობილი, თუ რამდენს ხანს იუქმებს.
წინასწარი ვერსიით, არგენტინელს მარჯვენა ბარძაყის ტრავმა აწუხებს დაახლოებით 4-6 კვირას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ პერესი “ვალენსიას” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ბენფიკადან” შეუერთდა 25 მილიონ ევროდ. მან ლა ლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.