ფეხბურთი

19:46 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკმა სია შეამცირა

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა განაცხადი 28-დან 24 ფეხბურთელამდე შეამცირა.

“ნარინჯისფერების” საბოლოო შემადგენლობაში სვენ ვან ბიკი (“ფეიენოორდი”), რიკარდო ვან რინი (“აიაქსი”), იერონ ზოეტი (პსვ), ელჟერო ელია (“საუთჰემპოტონი”) და ქუინსი პრომესი (“სპარტაკი”) ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ნაკრებს დავი კლაასენი დაემატა.

ჰიდინკის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები:
იასპერ სილესენი (“აიაქსი”), ტიმ კრული (“ნიუკასლი”), კენეტ ვერმეერი (“ფეიენოორდი”);
მცველები: სტეფან დე ვრეი (“ლაციო”), ჯეფრი ბრუმა, ჯეტრო ვილემსი (ორივე პსვ), ბრუნო მარტინს ინდი (“პორტო”), დერილ ჯანმაატი (“ფეიენოორდი”), გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ), იოელ ველტმანი (“აიაქსი”), დეილი ბლინდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”),
ნახევარმცველები: იორდი კლასიე (“ფეიენოორდი”), იბრაჰიმ აფელაი (“ოლიმპიაკოსი”), ჟორჟინიო ვეინალდუმი (პსვ), უესლი სნეიდერი (“გალათასარაი”), ნაიჯელ დე იონგი (“მილანი”), დავი კლაასენი (“აიაქსი”);
თავდამსხმელები: ლუსიანო ნარსინგი, ლუკ დე იონგი, მემფის დეპაი (სამივე პსვ), არიენ რობენი (“ბაიერნი”), კლას-იან ჰუნტელაარი (“შალკე”), ბას დოსტი (“ვოლფსბურგი”).

ჰოლანდიელები 28 მარტს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ცილკის მატჩში “ამსტერდამ არენაზე” თურქეთის ნაკრებს მიიღებენ, ხოლო სამ დღეში ნახსენებ სტადიონზე ესპანელებს გაეჯიბრებიან ამხანაგურად.

0.119144