ძიუდო

17:57 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

უმედლოდ

თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოისტთა გრან პრის პირველი დღის ფინალური ბლოკის შეხვედრები მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებისთვის კი დღე უკვე დასრულებულია. საღამოს პროგრამაში გასულმა ერთადერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) რეპეშაჟის ფინალში მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან წააგო და მე-5 ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი პაპინაშვილი დამამშვიდებელ ეტაპზე ნახევარფინალიდან გადაერთო, უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან წაგების შემდეგ. იქამდე კი მონღოლი ცოგტბაატარ ცენდოჩირი და აზერბაიჯანელი მეჰმან სადიგოვი ჩამოიცილა.

დღესვე, სპორტის სასახლის ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით კიდევ შვიდი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ შვიდივე საწყის ეტაპზე დამარცხდა.

0.13184