ფეხბურთი

16:17 | 20.03.2015 | ნანახია 3964 - ჯერ

კანკავას “დნიპრო” “ბრიუგეს” დაუპირისპირდება
ევროპის ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფამ ევროპის ლიგის მეოთხედფინალური წყვილები გაარკვია. კენჭისყრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინული და რუსული კლუბები ერთმანეთს მეოთხედფინალში ვერ დაუპირისპირდებოდნენ.

ქართველ გულშემატკივართათვის განსაკუთრებით საინტერესო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას გუნდის დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მეტოქის ვინაობაა. უკრაინული გუნდი ორრაუნდიან დაპირისპირებაში ურთიერთობას ბელგიურ გრანდ “ბრიუგესთან” გაარკვევს.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. “სევილია” – “ზენიტი”
  2. “დნიპრო” – “ბრიუგე”
  3. კიევის “დინამო” – “ფიორენტინა”
  4. “ვოლფსბურგი” – “ნაპოლი”

მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 16 და 23 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალური წყვილები 24 აპრილს ასევე ნიონში გაირკვევა, მატჩები კი 7 და 14 მაისს გაიმართება. ფინალური მატჩი 27 მაისს ვარშავას ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:14 | 25.03.2015
ირაკლი1986 (2288)

უკრაინულ გუნდებს ვგულშემატკივრობ განსაკუთრებით ჯაბა კანკავას დნიპროს

12:43 | 21.03.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

გაუმართლა სხვა რომ არ შეხვდა იმიტომ რომ ამ წყვილებიდან ყველაზე სუსტი ოყპ ბრიუგე მაგარი იქნება თU მოხვდა ნახევარფინალში მერე უკვე შანსი არა აქვთ

10:49 | 21.03.2015
giojuve-10 (3743)

ბეშიქთაშა სადააა?მაგარი კაცია უეჭველი იგებს უეფასო მოწერე როშემოხვალ ჯიგარ

22:27 | 20.03.2015
man united20 (1478)

წარმატებები კანკავას, შესაძლებელია გავიდეს ნახევარფინალში დნიპრო.

20:43 | 20.03.2015
რენე ფერეირა (6798)

Ra gamartlebaa briuge magar formashia

23:20 | 20.03.2015
stoikovich (5984)

ავიღოთ დანარჩენი 6 გუნდი, ლოგიკურად რომელიმეს ჯობია ბრიუგე?

20:29 | 20.03.2015
BEERTRANCE (97819)

მთლად უშანსოდ არ არიან უკრაინული კლუბები, აი სევილიას კი იმედია ისევე აუდგება ზენიტზე როგორც სიმეონეს რეალზე.

19:58 | 20.03.2015
stoikovich (5984)

დნიპროს და ჯაბას გაუმართლათ აშკარად.

19:37 | 20.03.2015
zurach (15)

ზენიტის მაგივრად ტორინო უნდა იყოს მაქ, გაუმართლათ რუსებს მაგრად.

18:39 | 20.03.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

დინამო! დინამო! დინამო!
(კიევი).

18:04 | 20.03.2015
In vino veritas (2107)

მემგონი გაიჩითება ჯაბა ნახევარფინალშI

0.122077