ფეხბურთი

15:17 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: “პოდოლსკის ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება”

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი 25 მარტს ავსტრალიასთან ამხანაგური შეხვედრისთვის და 29 მარტს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში თბილისში საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის დიდი ალბათობით შეკრებაზე მილანის “ინტერის” ფორვარდ ლუკაშ პოდოლსკის გამოიძახებს.

“უქმეებზე მილანში ვიყავი და ლუკაშს შევხდი. ის ეროვნულ ნაკრებში ათ წელზე მეტ ხანს თამაშობს. მას ნაკრებში ასპარეზობაზე უარი არასოდეს უთქვამს, ვარჯიშებზე და თამაშებზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ამას ძალიან ვაფასებ. ლუკაშისთვის ეროვნული გუნდი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, რაც დაიმსახურა” – იუწყება ლიოვის სიტყვებს გერმანული გამოცემა Bილდ-ი.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, მომავალი შეხვედრებისთვის ლიოვმა დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ილკაი გიუონდოგანი გამოიძახა, რომელსაც წელის ტრავმის გამო ბუნდესნაკრების მაისური დიდი ხანია არ მოურგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115152