ფეხბურთი

14:13 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ - “ვოლფსბურგის” ახალი სამიზნე

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლივერპულის “ევერტონის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ შესაძლოა კარიერა “ვოლფსბურგში” გააგრძელოს. ინგლისელები მზად არიან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 33 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

აღნიშნული ცნობა დიდი ალბათობით ჭორს არ უნდა გავდეს, რადგან გერმანული გუნდი ბოლო პერიოდში სერიოზულად გაძლიერდა და კლუბის ხელმძღვანელობას უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს.

“მგლებმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” შემტევი ანდრე შურლე გადაიბირეს და ახლა ჯერი “არისტოკრატთა” კიდევ ერთ ყოფილ მოთამაშე ლუკაკუზეა.

“ანდერლეხტის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი “ევერტონს” განათხოვრების წესით გასულ სეზონში დაუკავშირდა და 32 მატჩში 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მიმდინარე სეზონში 21 წლის თავდამსხმელმა 41 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 6-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

21 წლის ასაკში ლუკაკუს ნაკრებში 33 მატჩი და 10 გოლი მოუგროვდა. გასაკვირი არცაა ამ ფეხბურთელისადმი ინტერესს ბევრი ევროპული გრანდი რომ იჩენს. რომელუს სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

0.114546