ძიუდო

13:37 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა თბილისის გრან პრიზე მეორე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა მონღოლი ცოგტბაატარ ცენდოჩირის იპონით ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვს ვაზარ-იუკოთი აჯობა. ნახევარფინალში კი უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს დაუპირისპირდება.

დღესვე, სპორტის სასახლის ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით კიდევ შვიდი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ შვიდივე საწყის ეტაპზე დამარცხდა.

0.12963