საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია ჰოლანდიიურ არნემის “ვიტესში” კარიერის დასრულებაზე უარს არაა.
“ვიტესში” დარჩენა კიდევ უფრო მეტი ხანი მსურს. შესაძლოა, კარიერის ბოლომდე, მაგრამ ფეხბურთში წინასწარ არასოდეს იცი რა მოხდება. რა თქმა უნდა, როდესაც შანსი გაქვს დიდ კლუბში ან დიდ ლიგაში ითამაშო, უარი არ უნდა თქვა, რადგან ყველას სურს, რომ უფრო წარმატებული იყოს” – იუწყება არნემელთა კაპიტნის სიტყვებს ინტერნეტპორტალი soccernews.nl-ი.
კაშია “ვიტესიდან” წასვლას პირველივე კლუბის შეთავაზების შემთხვევაში არ აპირებს:
“ამჟამად, მთლიანად ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული. არასოდეს მითქვამს, რომ “ვიტესიდან” წასვლა მსურს. წინადადებები მქონდა, რომლებზეც უარი ვთქვი. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ”.
27 წლის კაშიას “ვიტესთან” კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.