ფეხბურთი

11:50 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ აზიის ჩემპიონთა ლიგაში წააგო

აზიის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თითო გამარჯვებისა და ფრის შემდეგ, ტაშკენტის “ფახთაქორი”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, სახლში არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბ “ალ აინთან” 0:1 დამარცხდა.

ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი სტოხი აღმოჩნდა.

“ფახთაქორს” 4 ქულა აქვს და B ჯგუფში მეორე ადგილზეა. ტაშკენტელები ერთი ქულით “ალ აინს” ჩამორჩებიან.

0.11619