მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ყატარში 2022 წელს გასამართი მუნდიალის დასრულების თარიღი დაამტკიცა. მსოფლიოს რიგით 22-ე ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება. ტურნირი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და ტრადიციული 32 დღის ნაცვლად 28 დღეს გასტანს.
ფიფას სამუშაო ჯგუფმა თავდაპირველად აზიაში გასამართი მუნდიალის ფინალური მატჩის თარიღად 23 დეკემბერი დაასახელა, თუმცა ეს იდეა შობის დღესასწაულის გამო უეფამ უარყო. ქრისტიანული ყველაზე დიდი დღესასწაული ორი დღის შემდეგაა და შესაბამისად, მოსამზადებელი პერიოდისთვის დრო აღარ დარჩებოდა. 23 დეკემბერს პრემიერლიგაში “ბოქსინგ დეიც” უნდა გაიმართოს.
18 დეკემბერს ყატარის ეროვნული დღესასწაულია და ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის განცხადებით, ეს დღე ტურნირს კარგად შეეწყობა, ხოლო შობისთვის მოსამზადებლად მსოფლიოს საკმარისი დრო დარჩება.
ფიფამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო: ქალთა შორის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს.