ფეხბურთი

11:13 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” კოვაჩიჩის სანაცვლოდ 40 მილიონი მოითხოვა

მილანის “ინტერის” ახალგაზრდა ხორვატი ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი ევროპულ კლუბებში დიდ დაინტერესებას იწვევს. მისი შეძენის მსურველთა შორის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად კატალონიურ “ბარსელონა” სახელდება.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, ხორვატიის ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს ბარსელონაში ჩავის და ანდრეს ინიესტას შემცვლელად განიხილავენ და ასაკიდან გამომდინარე, მასზე ხანგრძლივი გათვლით დიდ იმედებს ამყარებენ.

გაზეთის ინფორმაციით, სამშაბათს “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ მილანელ კოლეგა პიერო აუზილიოსთან მოლაპარაკება გამართა და შეიტყო, რომ ტრანსფერის ღირებულება მინიმუმ 40 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ ფიფას მხრიდან “ბარსელონასთვის” ტრანსფერებზე დაკისრებულ შეზღუდვას ვადა 2016 წლის იანვარში ეწურება.

ხორვატისთვის ბრძოლაში კატალონიელების კონკურენტები ლონდონის “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლივერპულის “ევერტონი” არიან.

0.094113