ჩოგბურთი

2:07 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე წყვილთა ფინალშია

ქართველი ეკატერინე გორგოძის და რუსი ვიქტორია კანის წყვილმა ესპანეთის ქალაქ სევილიაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლა მოახერხა.

გორგოძემ და კანმა ესპანელ ბოლსოვა ზადოინოვს და ვენესუელელ გამიზს 7:6 (7:2), 1:6, 10:7 სძლიეს, გადამწყვეტ მატჩში კი ავსტრიელ კლემენშიცს და გერმანელ პფიცენმაიერს ეთამაშებიან.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელთ ფინალისკენ მიმავალი გზა სოფო ქვაცაბაიას და იტალიელ კლაუდია ჯიოვინეს გადაუღობეს – 6:1, 6:1.

0.121798