საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ციკლში მეორე ტურის მატჩი გამართა და პირველი ტურის მსგავსად მარცხი განიცადა.
კვანტალიანის ფეხბურთელები პირველ ტურში პორტუგალიის ნაკრებთან განადგურდნენ (0:7). მეორე ტურის შეხვედრაში კი რუმინელებთან დამარცხდნენ (1:4).
დღევანდელ შეხვედრაში სტოიკას დუბლს მანიას გოლი მოჰყვა. ქარველთაგან ერთადერთი გოლი ზედელაშვილმა გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი რადუკუმ დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის უსუსტესი გუნდია. პირველ ადგილს 6 ქულით რუმინეთი იკავებს, მეორე-მესამე ადგილებზე კი 3-3 ქულით ყაზახეთისა და პორტუგალიის გუნდები იმყოფებიან.
საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს 21 მარტს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
რუმინეთი – საქართველო 4:1
რუმინეთი: იანკუ, მატეი, ლუპუ, შოცსი, სტოიკა,
სათადარიგოები: ტონიტა, მატეი, მოვილინუ, დობრე, რადუკუ, პანზარუ, ინატი, მანია, კსომა
მთავარი მწვრთნელი: ზოლტან იაკაბი (რუმინეთიი)
საქართველო: ბუკია, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ნიშნიანიძე, რონი
სათადარიგოები: კეფაშვილი, ჩანუკვაძე, ლუკავა, კობაიძე, სებისკვერაძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯვარაშვილი, ზედელაშვილი
მთავარი მწვრთნელი: არსენ კვანტალიანი (საქართველო)
გოლები: 1:0, 2:0 სტოიკა (2:16, 22:12), 3:0 მანია (25:35), 3:1 ზედელაშვილი (27:42), 4:1 რადუკუ (36:14)
მთავარი მსაჯი: დანიელ იანოსევიჩი (ხორვატია)
21 მარტი
საქართველო - ყაზახეთი 19:00
პორტუგალია – რუმინეთი 21:30