საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს იტალიის ქალაქ სოლარინოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 10-ათასი დოლარია.
ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილმა შაფათავამ უნგრელი ანა ბონდარი 6:7 (4:7), 6:3, 7:6 (7:3) დაამარცხა. მეოთხედფინალში სოფოს მეტოქე მე-8 რეიტინგის მქონე კანადელი გლორია ლიანგი იქნება.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა და რუსმა ოლგა დოროშინამ, რომელთაც პირველი განთესვა გააჩნიათ, იტალიელები – მასინი და პალმიჯიანო დაჯაბნეს – 3:6, 6:3, 10:4.
ნახევარფინალში სოფო და ოლგა იტალიელ დი ჯიუზეპეს და ფრანგ ტოულის დაუპირისპირდებიან.