ფეხბურთი

22:52 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მე-20 ტური: აჭარული არომატით

წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატი წინამორბედთაგან განსხვავებულია, ვერ ვიტყვით, რომ ოსტატობის დონემ მოიმატა, მაგრამ საკმარისია ცხრილს ჩავხედოთ, ცხადი გახდება: ჩემპიონატის ფინიში დაძაბული იქნება, რადგან ქულებში ძალიან მცირე სხვაობაა. ახლა ძნელი სათქმელია, ეს ახალი სისტემის (16 გუნდი) პლუსია თუ უბრალოდ შემთხვევითობა, დასკვნები, ალბათ, ზაფხულისთვის შემოვინახოთ, როცა ყველაფერი დამთავრდება.

საინტერესოა ისიც, რომ მოსალოდნელი სანაკრებო პაუზის გამო, ინგლისური “ბოქსინგ დეის” არ იყოს, გუნდებს ლამის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უწევთ თამაში, რაც ქართული სინამდვილსთვის ცოტა უჩვეულოა. ამიტომ, ამ შემთხვევაში გამძლეობა და უკეთესი ფიზიკური მომზადება, სამომავლოდ გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

რაც შეეხება უშუალოდ მე-20 ტურის ამბებს, უდავოდ გამოსარჩევია ბათუმის “დინამოს” ჩინებული თამაში. ზღვისპირელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და მეორე ადგილზე აინაცვლეს, არადა ჯერ კიდევ შარშან პირველ ლიგაში იყვნენ და სეზონის ბოლოს სამტრედიასთან ერთად უმაღლესში გადმოსასვლელი პლეი ოფი უნდა ეთამაშათ “ტორპედოსთან” და ცხინვალის “სპარტაკთან”, რომლებმაც მაშინ ელიტაში ბოლოდან მესამე-მეოთხე ადგილები დაიკავეს. თუმცა გუნდების 16-მდე გაზრდამ ვითარება შეცვალა.

საინტერესოა ისიც, რომ გუნდს, ფაქტობრივად, ოთხი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: ლევან ხომერიკი, შოთაAჭეიშვილი, ასლან ბალაძე და იური მამინაშვილი. ესეც უპრეცედენტო ამბავია ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში.

ყოჩაღობს კიდევ ერთი დებიუტანტი და ასევე აჭარის წარმომადგენელი “შუქურაც.” ქობულეთელებმა ბოლო ოთხ ტურში სამჯერ გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე დადგნენ. ამჯერად მათ თბილისში “სიონს” 3:1 მოუგეს და სამივე გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს: ორი ბრაზილიელებმა ლუიზინიომ და პაულო ვიქტორმა, ერთიც უკრაინელმა ადრიან პუკანიჩმა.

ჩემპიონობის მაძიებელთაAშორისაა კიდევ ერთი დებიუტანტი - “სამტრედია.” თუმცა თუკი მათ შემადგენლობას გადავხედავთ, ეს ამბავი გასაკვირისულაც არ იქნება. მათ რიგებში ხომ ცხრა ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც სხვადასხავა დროს ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსება დაუცავთ.

გასული ტური რთული გამოდგა “დილასთვის.” გორელები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ კერკეტ ლანჩხუთელებს ვერაფერი მოუხერხეს და მეორე ადგილი ბათუმელებს დაუთმეს. მატჩის შემდეგ უკმაყოფილო იყო გორელთა დამრიგებელი, უჩა სოსიაშვილი: ასეთ მინდორზე კომბინაციური თამაში ძნელია. აქცენტი ჩაწოდებებზე გადავიტანეთ და ფაქტობრივად, ფრენბურთი ვითამაშეთო, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

თბილისის “დინამომ” გაჭირვებულ “მეტალურგს” გიორგი ჩირგაძის დუბლით მოუგო და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. რუსთაველთა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ თავის ფეხბურთელებს მაინც მადლობა გადაუხადა: ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, დასავლეთში რომ გვქონოდა თამაში, შესაძლოა, ვერცკი წავსულიყავით. მადლობა ბიჭებს, ასეთი ვითარების მიუხედავად ვარჯიში ერთხელაც არ გაუცდენიათო.

“ტორპედომ” ძალიან მნიშვნელოვანი ქულები წაართვა “ცხინვალს.” 12 მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ქუთათურებმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს და გასავარდნ ზონას ოდნავ მოშორდნენ.

მეგრულ დერბიში “მერანმა” “ზუგდიდს” წინააღმდეგობა ვერ გაუწია (0:3), ისევე, როგორც იმერულში - “ზესტაფონმა” “სამტრედიას” (0:3). “ჩიხურამ” კი “კოლხეთს” ხუთი ბურთი გაუტანა ერთის წილ.

18 მარტი

სიონი (ბოლნისი) - შუქურა (ქობულეთი) 1:3 (1:2)

1:0 დავით საჯაია (16), 1:1 ლუიზინიო (32), 1:2 პაულო ვიქტორი (45), 1:3 ადრიან პუკანიჩი (48)


ჩიხურა (საჩხერე) - კოლხეთი (ფოთი) 5:1 (1:1)

1:0 ლაშა კუჭუხიძე (27), 1:1 შოთა ჯიქია (37), 2:1 თორნიკე მუმლაძე (81), 3:1 ლაშა კუჭუხიძე (84), 4:1 გია ჩადუნელი (89საკ. კარში), 5:1 მიხეილ სარდალიშვილი (90,პენ)


გურია (ლანჩხუთი) - დილა (გორი) 0:0


სამტრედია - ზესტაფონი 3:0 (1:0)

1:0, 2:0 თორნიკე კაპანაძე (19,60), 3:0 დავით კვირკველია (90)


დინამო (ბათუმი) - ვიტ-ჯორჯია (თბილისი) 2:1 (1:0)

1:0 გიორგი ქავთარაძე (5), 1:1 ელგუჯა ლობჟანიძე (55), 2:1 გიორგი ბერიაშვილი (74)


ზუგდიდი - მერანი (მარტვილი) 3:0 (3:0)
1:0 ლაშა ღონღაძე (35), 2:0 შოთა ლომია (37), 3:0 ლევან წურწუმია (44)

ტორპედო (ქუთაისი) - ცხინვალი 2:0 (2:0)
1:0 ირაკლი კლიმიაშვილი (28), 2:0 ბექა ტუღუში (32, პენ)

გაძევება: ნიკა კაჭარავა (63)

დინამო (თბილისი) - მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (2:0)
1:0, 2:0 გიორგიჩირგაძე (17, 25)

21-ე ტური

22 მარტი: ტორპედო – სამტრედია, დილა – ჩიხურა, ცხინვალი – დინამო (ბთ), შუქურა – ზესტაფონი, კოლხეთი – დინამო (თბ), მერანი – გურია, ვიტ ჯორჯია – ზუგდიდი, მეტალურგი - სიონი

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 – ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათასიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.118735