გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ლიგის კლუბ ტყიბულის “მეშახტეს” მთავარ მწვრთნელად მალხაზ ფორჩხიძე იმუშავებს. მალხაზ ფორჩხიძე “მეშახტეს” ყოფილი ფეხბურთელია.
მალხაზ ფორჩხიძეს მწვრთნელის რანგში აქამდეც უმუშავია იმერულ კლუბში. იგი დავით გვენეტაძის ასისტენტი იყო. მან “მეშახტის” მთავარ მწვრთნელის პოსტზე დავით რუხაძე შეცვალა.
“მეშახტე” 30 ქულით პირველი ლიგის ბ ზონაში მე-7 ადგილს იკავებს.